ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გაიხსნა ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გაიხსნა ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი, რომელიც აღჭურვილია უახლესი, ინოვაციური აპარატურით და თანამედროვე ლაბორატორიით. სისხლის ბანკი დაკომპლექტებულია თბილისიდან მოწვეული და ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრებით.
FRESENIUS- ისწარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატი სახელწოდებით AMICUS საშუალებას გვაძლევს, რეციპიენტს მივაწოდოთ თრომბოციტების შემთხვევაში იმ რაოდენობის დოზა, რაც სხვა დროს რამდენიმე დონორისგან მზადდებოდა და ამისთვის მხოლოდ 200 მლ. პლაზმის მოცულობაა საკმარისი.
სისხლის ბანკში დონორული სისხლისგან მზადდება ერითროციტული მასა, თრომბოციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, ასევე შესაძლებელია კრიოპრეციფიტატის დამზადება.
უნიკალური, ინოვაციური აპარატის მეშვეობით თრომბოციტების დამზადებისას ხდება დონორის სისხლის ფილტრაცია. ამ პროცედურის შედეგედად თრომბოციტები ლეიკორედუცირებულია, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს დონაციისას სერიოზულ გვერდით რეაქციას.
ბანკში შესაძლებელია პლაზმოფერეზის და თრომბოციტოფერეზის პროცედურების უმაღლესი ხარისხით ჩატარება.
დონორული სისხლი მომწმდება ოთხ ინფექციურ მარკერზე, სამ ლაბორატორიაში: ადგილობრივ ლაბორატორიაში(ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი 1, 2 (HIV 1+2); C ჰეპატიტის ვირუსი (HCV); B ჰეპატიტის ვირუსი (HBsAg) და სიფილისი. ), ავერსის ლაბორატორიასა და შემდგომ, ლუგარის ლაბორატორიაში.
სისხლის კომპონენტების წარმოების ყველა ეტაპზე ხდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ერთჯერადი მასალის გამოყენება.
დონორების მიღება წარმოებს 24 საათის განმავლობაში.
მისამართი: მახინჯაური, თამარ მეფის III, შესახვევი N17
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 02 22 23.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ