ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფილიალ „ახალ სიცოცხლეში“ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა.
11 სექტემბერს, ერთსა და იმავე დღეს, 2 ტყუპი დაიბადა. ნათია გოგშელიძე–ზაზაძეს გოგონები შეეძინა, ხოლო მარიკა ვახტანგიშვილი–ზაზაძეს ვაჟები. აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმეების მეუღლეებსაც ერთი გვარი აქვთ – ზაზაძე.
ქალბატონი ნათიას მშობიარობა მიიღო სამეანო სამსახურის უფროსმა, მეან–გინეკოლოგმა ალექსანდრე დიაკონიძემ. ქალბატონ ნათიას გოგონები, ანა და ნუცა შეეძინა.
ქალბატონი მარიკას მშობიარობა მიიღო მეან–გინეკოლოგმა მარიამ ვახტანგიშვილმა. ქალბატონ მარიკას ვაჟები, საბა და ლუკა შეეძინა.
როგორც ბატონმა ალექსანდრემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ბავშვები დაიბადნენ ნაყოფების ბუნებრივი სამშობიარო გზების გავლით, ყოველგვარი გართულების გარეშე. სამეანო სამსახურის უფროსის თქმით, დედები და ჩვილები თავს კარგად გრძნობენ. ორივე ქალბატონისთვის ეს მეორე მშობიარობაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ფილიალი „ახალი სიცოცხლე“ მშობლებსა და ახლობლებს ულოცავს ამ განუსაზღვრელ ბედნიერებას!
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;
კლინიკა„ახალ სიცოცხლეს“შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;
გისურვებთ ჯანმრთელობას!