„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

ვარდისფერი ოქტომბერი

ძუძუს კიბო დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად მიიჩნევა, რომელიც ქალებში პირველ ადგილზეა. თუმცა, დაავადების ადრეული აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობა ბევრად უფრო წარმატებულია და სიცოცხლისგადარჩენის შანსები საგრძნობლად იზრდება. ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და სკრინინგების აუცილებლობის გაძლიერება.

ვარდისფერ იოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის თვეა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე. ეს კამპანია მოუწოდებს ყველას, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ გამოტოვონ საჭირო შემოწმებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტირება?

რეგულარული თვითშემოწმებები და ექიმის კონსულტაციები ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირების მთავარი იარაღებია. ადრეული აღმოჩენა და მკურნალობის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის წარმატების შანსებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა აქტიურად უჭერს უჭერს ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიას და მოუწოდებს ყველას, რომ გააკეთონ სწორი ნაბიჯები თავიანთი ჯანმრთელობის დასაცავად. პაციენტებთან ერთად ვცდილობთ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია და დახმარება, რათა ისინი მზად იყვნენ საჭირო შემოწმებებისთვის.

როგორ შეიძლება შეაჩეროთ დაავადება?

ყველაზე ეფექტური გზა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში არის პროფილაქტიკური კვლევები და რეგულარული ვიზიტი ექიმთან. ვარდისფერი ოქტომბერი ამ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ხაზი გავუსვათ იმ ნაბიჯების მნიშვნელობას, რომლებიც ჯანმრთელობას იცავს.

 

დაგვირეკეთ ნომერზე: 0422 40 00 00

მისამართიბათუმი, გოგოლისშესახვევი N2.

 

გისურვებთჯანმრთელობას!