კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს პრეპარატი როსუსტარი იწვევს თუ არა პირდაპირი ბილირუბინის მატებას სისხლში?
პასუხი:

მოგესალმებით,
აღნიშნულ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ 7.03.18–ში.
ამიტომ, გიპასუხებთ ანალოგიურად, რომ დიახ, შესაძლებელია პრეპარატმა როსუსტარმა გამოიწვიოს ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, სწორედ ამიტომ, მკურნალობის პერიოდში, ყოველ 2-4 კვირაში საჭიროა ლიპიდური პროფილის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ პრეპარატის დოზის შეცვლა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა