სიცივის შეგრძნება - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ფეხზე სილურჯეები და ღამე მუხლებში და ტერფებში ვგრძნობ სიცივეს. ზაფხულშიც კი. რომელ ექიმს შეიძლება მივმართო და რითი შეიძლება იყოს გამოწვეული. გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა .
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, ზოგადად მოგახსენებთ.
კიდურებში სიცივის მიზეზი, შესაძლოა არასაკმარისი სისხლისმომარაგებით იყოს გამოწვეული, (სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა), რაც ხშირ შემთხვევებში იწვევს სხვა დაავადებებსაც. ამიტომ აუცილებელია მასთან ბრძოლა.
ცივი კიდურები ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზეც შესაძლოა მეტყველებდეს, ამ დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი.
ხელებისა და ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიითაც იყოს გამოწვეული. 
სასურველია გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ანემია და შემდეგ მიმართოთ ანგიოლოგს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ფარისებრი ჯირკვლის კვლევას 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად.
აქციაში შედის:

  • ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატზე Toshiba Aplio 500;
  • TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.

აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
კლინიკაში ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და ანემიის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოთ ჩვენს ჰემატოლოგს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა