აუგმენტინი ორსულობისას - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა 14 კვირის ორსული ვარ და აუგმენტინი გამომიწერეს დღეში ორჯერ მაინტერესებს ეს ყველაფერი ნაყოფს რამე საფრთხეს ხომ არ შეუქმნის? მადლობა წინასწარ?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც ამბობთ პრეპარატი გამოგიწერეს, ანუ ეს ექიმის დანიშნულია და შესაბამისად ის გაითვალისწინებდა როგორც ჩვენებას ,ისე უკუჩვენებებს .
გირჩევთ ,ისევ იგივე ექიმთან დააზუსტოთ ანტიბიოტიკის მიღების აუცილებლობის საკითხი . თუ შესაძლებელია , სასურველია თავიდან აიცილოთ პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი პირველ ტრიმესტრში.
თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ,როგორც წესი ,ორსულებში ამ პრეპარატს ნიშნავენ .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა