ორსულობის ვადის განსაზღვრა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა მენსტრუაცია მქონდა 17 იანვარს დამიმთავრდა 21 იანრვარს. 23 თებერვალს გავიკეთე ტესტი და დადებითი აჩვენა დაახლოებით რამდენი კვირის ორსული გამოვდივარ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში პასუხის გაცემა შეუძლებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით უნდა იქნას დადასტურებული ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.
ხოლო, ამის შემდეგ, ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია:

  • ემბრიონის/ნაყოფის ზომების და წონის გაზომვა და მათგან გამომდინარე ორსულობის ვადის დადგენა;
  • პლაცენტის ზომების და მიმაგრების ადგილის განსაზღვრა;
  • სიმწიფის ხარისხის იდენტიფიკაცია და ა.შ.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, დაგეხმარებათ ორსულობის მართვაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა