კითხვა: მოგესალმებით ვარ 27 კვირის ორსული და მაინტერესებს ჭარბწკლიანობა რამდენად საშიშია ნაყოფისტვის?ორი კვირის მანძილზედ ვსვავდი ნიფედიპინს,და დაკლების მაგივრად მომემატა.(ინდექი 26) და ასევე მაინტერესებს ეხოს გამოკვლევის ზომები რამდენად ნორმაშია,BPD 68სმ, Hც 250 მმ, Aც 220 მმ, FL 50მმ, FW 1000 გრ,პლანცეტა საშ..უკანა კედელზედ სისქე 30 მმ,სიმციფის 0 ხარისხი,ჭიპლარის არტ ED- RI-0.60 SD-2.5(N) თავის ტვინის შუა არტ ED- RI-0.80, SD-5.0(N) მადლობა ყურადგებისთვის.
პასუხი:
მოგესალმებით,
მრავალწყლიანობის მიზეზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ვიცით, რომ მას იწვევს როგორც დედის, ისე ნაყოფის დაავადებებიც.
დედისმხრივი მიზეზებია:
- საშვილოსნოსშიდა ვირუსული ინფექციების (წითელას, სიფილისის, ციტომეგალოვირუსის, ტოქსოპლაზმოზის, ჰერპესის, პარვოვირუსის და სხვათა) შედეგად განვითარებული ამნიონიტი;
- დიაბეტი;
- მრავალნაყოფიანი ორსულობა.
ნაყოფისმხრივ მიზეზებს უმთავრესად საჭმლის მომნელებელი და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების ანომალიები მიეკუთვნება.
თქვენს შემთხვევაში, უმჯობესია, გამომწვევ მიზეზებსა და სხვა კვლევათა პასუხების შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია თქვენმა მეან–გინეკოლოგმა მოგწადოოთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!