მოგესალმებით,
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა. იგი ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ ვითარდება. ქალის ორგანიზმს გააჩნია სპეციალური დაცვითი მექანიზმი, რომელიც იცავს მას სხვადასხვა ინფექციებისგან, ერთ-ერთი კომპონენტი ამ მექანიზმის არის - ლაქტობაცილა, რომელიც მდებარეობს საშოში და იცავს ქალის ორგანიზმს ბაქტერიებისგან. ბაქტერიული ვაგინოზი არის საშოს ნორმალური მიკროფლორის გარკვეული ზემოქმედებით პათოლოგიურად შეცვლა, რაც იწვევს გარკვეულ დამახასიათებელ კლინიკურ სურათს.
საშვილოსნოს ყელის ეროზია
იგი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ.
საშვილოსნოს ყელის ეროზია რომ დადასტურდეს, გამოიყენება გამოკვლევის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, კოლპოსკოპიურ კვლევას, დაზიანებული უბნების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ და ციტოლოგიურ შესწავლას.
ჰერპეს ვირუსით დაავადების რისკი მაღალი აქვთ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ვირუსი კანის კანთან კონტაქტისას გადაედება, მისი წყარო კი, წესისამებრ, ინფიცირებული ზრდასრულია. ხშირია ინფიცირება კოცნის, სახეზე შეხების, სხვისი საპარსი თუ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, თანაც არა მხოლოდ მაშინ, როცა ინფექციის წყაროს გამონაყარი აქვს. მაშინაც კი ,როდესაც გამონაყარი არ შეინიშნება, ჰერპესვირუსით დაავადებული ადამიანი მაინც ავრცელებს ინფექციას.
როგორც თავადაც აღნიშნეთ, ჰერპესის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, საწყისი აფეთქების შემდეგ, ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა, არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი.
დამატებით ,რაც თქვენს შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ , არის შემდეგი :
აუცილებელია თქვენი და მეუღლის ერთდროული და ხანგრძლივი მკურნალობა .
შეცდომა იყო ,რომ თავიდანვე თქვენმა მეუღლემაც არ დაიწყო მკურნალობა .
სქესობრივი აქტის დროს დაცვის საშუალების გამოყენება არ გამორიცხავს ინფიცირების შესაძლებლობას ,თანაც ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას ,რომ შეიძლება კონდომი გაიხეს .საქმე იმაშია ,რომ კონდომის გამოყენების მიუხედავად , კიდევ ბევრი წესის დაცვაა საჭირო იმისათვის ,რომ ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია პარტნიორიდან არ გადაგედოთ .ამაში შედის კონდომის გაკეთების და მოხსნის წესები,ხელების ანტისეპტიური დამუშავების წესები და ა.შ. ,რომელიც ძირითადად , პრაქტიკული გამოყენებისათვის , ძალიან რთულია და ამიტომაც ვენეროლოგები პირადაპირ კრძალავენ სქესობრივ ურთიერთობას მკურნალობის პერიოდში .
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს , ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მიმართოთ ვირუსოლოგს კლინიკა „ ტესტი IMP–ში” თბილისი. ონიაშვილის ქ. 20 .
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს მკურნალობას , გინეკოლოგიური მომსახურების კუთხით ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია.
ასევე გვაქვს სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!