მენსტრუალური დარღვევა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ციკლის გადაცდენა ზოგჯერ თვის გამოტოვება . გავიკეთე ტესტოსტერონის რაოდენობისა და პროლაქტინის და თIრეოტროპული ჰორმონის ანალიზები ასევე ექოსკოპია მაგრამ ყველაფერი ნორმაში მქონდა. ვარ 18 წლის რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ გამოვასწორო ეს მდგომარეობა. შეიძლება თუ არა ამან მომავალში შემიქმნას საფრთხე ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს ასაკში, მენსტრუალური ციკლის ასეთი დარღვევა, ძირითადად დამოკიდებულია ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვალ-საკვერცხეების სისტემაში ჩამოუყალიბებელი ჰორმონული ფონით.
დიახ, დარღვევებმა შესაძლოა უშვილობამდე მიგვიყვანოს ,ხოლო თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან ეს მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.
აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა