კითხვა: რა სხვაობაა ,MRI და კომპიუტერულ ტომოგრაფიას შორის? მაინტერესესბ რომლის გაკეთება უფრო ჯობია იმ შემთხვევაში როცა მაინტერესებს დარტყმამ თავის არეში ხომ არ იმოქმედა ან უჯრედები რა მდგომარეობაშია და ჟანგბადის მიწოდებაც,როცა მეხსიერებაც ზოგი რამე გვახსოვს და ზოგი არა უმნიშვნელო დეტალებს ეხება მაგრამ მაინც.რომლის გაკეთება ჯობს თავზე ამ შემთხვევებში?
პასუხი:

მოგესალმებით, 

მოგახსენებთ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის არსს წარმოადგენს გამოსაკვლევი ობიექტის შინაგანი აგებულების მათემატიკური მოდელირება, რისთვისაც გამოიყენება ინფორმაცია მისი სხვადასხვა სიბრტყეზე მიღებული გამოსახულებებიდან.

კომპიუტერული ტომოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსულთან შედარებით სწრაფი და მოხერხებული  მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ პაციენტი ამა თუ იმ დაავადების, მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტის, მწვავე სტადიაში, ტრავმული დაზიანების დროს. კომპიუტერულ ტომოგრაფიას ფართოდ იყენებენ ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, პულმონოლოგიასა და ონკოლოგიაში.

კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი უმეტესად დგას იმ კლინიკებში, სადაც პაციენტებს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას უწევენ.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაცილებით ნატიფი და არაურგენტული შემთხვევების გამოსაკვლევად გამოიყენება, თუმცა არის შემთხვევები, - მაგალითად, იშემიური ინსულტის უმწვავესი სტადია, - როდესაც საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. კვლევის ამ ორ მეთოდს შორის აღსანიშნავია განსხვავება  მეთოდოლოგიური თვალსაზრისითაც. მაგალითად, იმისთვის, რომ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით სამ განზომილებაში სრული ინფორმაცია მივიღოთ, 20 წუთი მაინც არის საჭირო, კომპიუტერული ტომოგრაფია კი გაცილებით ხანმოკლეა.

თქვენს შემთხვევაში, კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, რომელზეც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება,  დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა