კითხვა: გამარჯობა,ვარ 18წლის და სპერმაში ამომეთესა სტაფილოკოკი დამინიშნა ექიმმა ანტიბიოტიკები და ახლა ამომეთესაEnterobacteria cloaca-მაინტერესებს რამდენად საშიშია?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის Enterobacter Cloaca;
  • კვება ენტერობაქტერიის დროს.

Enterobacter Cloaca არის გრამ-უარყოფითი ჩხირი, მიკროოორგანიზმი, აერობი და ფაკულტატური ანაერობი. მისი საბინადრო გარემოა ადამიანისა და ცხოველების ნაწლავები, აგრეთვე ფეკალიებით დაბინძურებული წყალი და ნიადაგი.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა, რეგულარული ვარჯიში, რაც არეგულირებს ნაწლავურ ფლორას, მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმი და რაციონი, საჭირო ინგრედიენტების გათვალისწინებით:

  • მიკროელემენტები;
  • ვიტამინები;
  • ცილები.

Enterobacter_Cloaca

უარი უნდა თქვათ ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებაზე. ეს პრეპარატები, პათოლოგიურთან ერთად ნორმალური ფლორის ბაქტრიებსაც ანადგურებენ, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, ანტიბიოტიკი დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.
ზიანი, რომელსაც ანტიბიოტიკი აყენებს ფლორას, შესაძლოა უფრო მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე მისი სამკურნალო ეფექტი. ამიტომ განსაზღვრულ ჩვენებათა გათვალისწინებით ანტიბიოტიკი მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი, ქალბატონი ეკა ზალიკიანი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა