კითხვა: გამარჯობა.სარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის სედეგად არმომაცნდა ესერიხია კოლი,ფოსო 1-gr+ 10^510^6 (**). რას ნიშნავს ეს და ვის უნდა მივმართო?
პასუხი:
მოგესალმებით,
Escherichia coli არის საშარდე გზების, გაურთულებელი ინფექციების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიკროორგანიზმი.
საშარდე გზების ინფექცია კი, წარმოადგენს:
- თირკმელების;
- შარდის ბუშტის;
- შარდსადენი მილის ინფექციურ დაავადებას.
საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებულ ტიპია – ინფექციური ცისტიტი, რომელიც გამოწვეულია შარდის ბუშტის ბაქტერიული ინფიცირებით.
უნდა მიმართოთ უროლოგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი–უროლოგი, მკურნალობას წარმართავს ლოკალურად გამოვლენილი ბაქტერიული მიმღებლობის და გაიდლაინების შესაბამისად.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !