მოგესალმებით,
ტექსტში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა გზას გადის საკვები;
- ხორხსარქველის ფუნქცია;
- რა არის საჭმლის ე.წ. გადაცდენის მიზეზი;
- პირველი დახმარება.
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ჩვენს ყელში ორი გზა გადის: სასუნთქი (სასულე) და საყლაპავი.
სასულეს მეშვეობით ჰაერი ფილტვებში ხვდება, საყლაპავის გავლით კი საკვები კუჭისკენ მიემართება. თუმცა, მას გზაჯვარედინზე ხვდება პაწაწინა ხრტილი, იგივე ხორხსარქველი. ყოველთვის, როცა რაიმეს ჩაყლაპვას მოვინდომებთ, იგი რეფლექსურად კეტავს სასულის შესასვლელს და ლუკმაც საყლაპავისკენ მიემართება, თუმცა, ზოგჯერ ხორხსარქველსაც აგვიანდება სამუშაოს შესრულება.
ლუკმა უმთავრესად მაშინ შეიძლება გადაგვცდეს, როცა:
- ცუდად დაღეჭილი საკვების დიდი ლუკმების ჩაყლაპვას ცდილობთ;
- ჭამამდე ან ჭამის დროს სპირტიან სასმელს შეექცევით – ალკოჰოლი ყლაპვაში მონაწილე ნერვებს ადუნებს;
- იყენებთ კბილების პროთეზს;
- საკვებს მეტისმეტად სწრაფად შეექცევით;
- ჭამის დროს სწრაფად ლაპარაკობთ ან იცინით.
ასეთ დროს, პაციენტმა არ უნდა იმოძრაოს მკვეთრად, არ უნდა მიიღოს დამატებით საკვები.
თვითდახმარების თვალსაზრისით, ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა და დაახველეთ ძლიერად, რათა სასულეში გადასული ნაწილაკი გამოიდევნოს.
აუცილებლად უნდა დაუძახოთ დამხმარეს, რაც უფრო მალე აღმოჩნდებით პროფესიონალების ხელში, მით უკეთესია.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/rchevebi/41
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!