კითხვა: გამარჯობა. მშობიარობიდან გავიდა 2 კვირა. ჩემი გამონადენი ისევ წითელი ფერია, ოღონდ ძალიან ცოტა. ამდენ ხანს შეიძლება გამონადენი წითელი ფერის იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,


ლოქია, ანუ მშობიარობის შემდგომი სისხლნარევი გამონადენი შედგება:

  • სისხლისგან;
  • ორსულობის შემდეგ დარჩენილი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ნაწილებისაგან.

იგი შეიძლება გაგრძელდეს ექვს კვირამდე, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს დრო არ აღემატება სამ–ოთხ კვირას.
თუ სისხლდენა იმდენად ძლიერია, რომ იძულებული ხართ იცვალოთ ჰიგიენური საფენი ყოველ ნახევარ საათში ორჯერ, ასეთი სისხლდენა ითვლება ჭარბად და აუცილებლად მოითხოვს ექიმის ჩარევას.
არ შეიძლება ტამპონების გამოყენება და საშოს გამორეცხვა თვითნებურად.
ასევე, თუ გამოგეხატებათ მუცლის ქვემო არეში ხელის ზეწოლით მტკივნეულობა ან მაღალი ტემპერატურა, მიმართეთ თქვენს მეან–გინეკოლოგს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა