IgM, IgG კვლევები და ციტომეგალოვირუსი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს igG და igM პოზიტივი. ანალიზებში მიწერია რომ ეს არის ნორმაზე მეტი. მაინტერესებს განაყოფიერებას თუ უშლის ხელს რკინის ნაკლებობასთან ერთად. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით ისეთ ინფორმაციას როგორიცაა:

  • რას ნიშნავს IgM და IgG პოზიტივი;
  • რატომ ტარდება IgG და IgM ანალიზები;
  • რა არის ციტომეგალოვირუსი;
  • ციტომეგალოვირუსი და ორსულობა.

igG და igM პოზიტივი ნიშნავს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად თქვენ დაგიდგინდათ ციტომეგალოვირუსი. შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
IgM და IgG ანალიზები ტარდება მწვავე ან წარსულში გადატანილი ციტომეგალოვირუსული ინფექციის დიაგნოსტირების თვალსაზრისით. ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც მიეკუთვნება ჰერპეს ვირუსების ოჯახს. დაავადება ამ ვირუსით ხდება როგორც მუცლად ყოფნის დროს, ისე არსებობს გადაცემის სხვა გზებიც:

  • ჰაერ-წვეთოვანი;
  • კონტაქტური გზა;
  • მშობიარობა;
  • სისხლის გადასხმა;
  • ორგანოების გადანერგვა.

citomegalovirusi

კონკრეტულად ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ციტომეგალოვირუსული ინფექცია ადამიანის ორგანიზმს არასოდეს ტოვებს.
იგი ყველაზე საშიშია ორსულთათვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ვითარდება სპონტანური აბორტი ან ნაყოფის განვითარების შეფერხება.
აუცილებელია, იმყოფებოდეთ მუდმივი კონტროლის ქვეშ და თქვენმა მეან-გინეკოლოგმა მართოს პროცესები.
ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც დაგხვდებათ თბილი გარემო, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი კი, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებათ როგორც ორსულობის დაგეგმარებაში, ისე შემდგომი პერიოდის მართვაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა