კითხვა: მაინტერესებს ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული კვლევის დაპინანსება თუ ხდება თქვენთან და რა არის საჭირო ამისათის? წინასწარ მადლობ...
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გეგმიურ კონსულტაციებსა და კვლევებს არ აფინანსებს.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენს კლინიკას საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისათვის დაწესებული აქვს შეღავათი - შესაძლებელია, ჩაიტაროთ ნევროლოგის უფასო კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს კვლევას.
ნევროლოგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია ყოველ პარასკევს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა