მოგესალმებით!
დაკიდებული მუცელი და მოდუნებული მუცლის კუნთები, რომელიც განვითარებულია, ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდეგ (როგორც ფიზიოლოგიური. ისე საკეისრო კვეთისას) მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ეტაპობრივად , კანის ელასტიურობიდან გამომდინარე , თავისით ჩადგება ნორმაში.
სასურველია თუ დღის განმავლობაში ივარჯიშებთ (მუცლის პრესი), ყურადღებას მიაქცევთ სწორ კვებას (შეზღუდეთ ცომეული). დრო დაუთმეთ ცხოვრების აქტიურ წესს.
ხოლო, თუ ჩამოკიდებული მუცლის მიზეზია მუცლის სწორი კუნთების დისტაზია (დაცილება), ამ მდგომარეობიდან გამოსავალია მიმართოთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს, სადაც გაივლით კონსულტაციას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ესთეტიური მედიცინის მიმართულებით, არ ტარდება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მშობიარობის შემდეგ როგორ უნდა ვუშველოთ მუცელს?თან ძუძუთი კვებაზე მყავს.
პასუხი: