კითხვა: გამარჯობა მუცლის მოშლა მინდა და როგორ მოვიშალო აბორტის გარეშე?
პასუხი:

მოგესალმებით,
ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრულ ჩვენებათა არსებობისას, მაგალითად: თუ ორსულობა დადგა გაუპატიურებისას, ჩანასახის ზრდა მიმდინარეობს პათოლოგიურად, დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ორსულობა დადგა ინცესტის შედეგად, ორსულობის „შეჩერება“ ხდება საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით.
სანამ აბორტს გაიკეთებთ, გააცნობიერეთ რას ნიშნავს ის , რასაც თქვენ „მუცლის მოშლა მინდას“ ეძახით? ეს საკუთარი შვილისთვის, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა და იმდენად უსუსური, რომ თქვენი ორგანიზმის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, სიკვდილის განაჩენის გამოტანაა.
შეიძლება განრისხდეთ ჩვენზე, ისიც იფიქროთ „ნეტა ამათ ვინ კითხავთო“ , მაგრამ ეს ფაქტია ! არ აქვს ორსულობის ვადას მნიშვნელობა, განაყოფიერების პირველივე წუთიდან იძენს ემბრიონი 23-23 ქრომოსომას დედისა და მამისგან, ე.ი. უკვე განსაზღვრულია თუ როგორი იქნება ის. შეიძლება გიჭირთ მატერიალურად, შეიძლება გათხოვილი არ ბრძანდებით და არ გინდათ მარტოხელა დედობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვს, რომ უარი თქვათ შვილზე.
რა თქმა უნდა, ვერავინ გაიძულებთ უარის თქმას, მაგრამ სანამ გამოუსწორებელ ნაბიჯს გადადგამდეთ , გთხოვთ, დაფიქრდით.
გირჩევთ, სახლის პირობებში თვითნებურ აბორტს თავი აარიდოთ, რადგან საფრთხეს შეუქმნით საკუთარ სიცოცხლესაც.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ აბორტი არ კეთდება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა