ანტიბიოტიკები

კითხვა: მოგესალმებით. წამლის მიღების შემდეგ მაქვს კუჭის ტკივილი, განსაკუთრებით ანტიბიოტიკის მიღებისას. გთხოვთ, დამეხმაროთ, წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით, მანონი ლილუაშვილი
პასუხი:

მოგესალმებით ! მედიკამენტების ეს ჯგუფი ერთხელ მაინც ყველას დაგვჭირვებია, ანტიბაქტერიული მედიკამენტები ანტიმიკრობული საშუალებების ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს. ეს არის ქიმიური პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ არა უშუალოდ ადამიანის ორგანიზმზე, არამედ მასში მობინადრე მიკროორგანიზმებზე. ანტიბაქტერიული პრეპარატი ინიშნება მკაცრად განსაზღვრული დოზით და ზუსტად მითითებულ დროს. ეს არ არის შემთხვევითი - ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება საჭიროა განსაზღვრული ინტერვალით, რათა სისხლში მუდამ იყოს მედიკამენტის კონცენტრაცია, რომელიც აუცილებელია მიკრობთა განადგურებისთვის. ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენების კიდევ ერთი შედეგია ნაწლავთა მწვავე აშლილობა. ამ გართულებისაგან თავის დაცვა შეუძლებელია. თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ფაღარათი განვითარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ. მთელ მსოფლიოში აქტუალურია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოგიწოდებთ ანტიბაქტერიული საშუალებების რაციონალური გამოყენებისაკენ. რთულია დისტანციურად, თქვენი ზოგადი ანამნეზის გარეშე ზუსტად გაგცეთ პასუხი კითხვაზე, ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც დაგინიშნათ ანტიბიოტიკები და ჩააყენოთ საქმის კურსში, რათა შეცვალოს ან მოგიხსნათ ანტიბიოტიკური მკურნალობა. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა