მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ რა არის არარეგულარული ციკლის მიზეზი. ორსულობის დასადასტუებლად საჭიროა კლინიკური ან ლაბორატორიული კვლევა, ვენურ სისხლში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით ან სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევით.
საშოს ტკივილისა და ქავილის მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:
- რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
- ბაქტერიული ვაგინოზი- საშოს ბაქტერიული ინფექცია;
- გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
- გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.
არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება, გამოიწვიოს ანომალური გამონადენი საშოდან.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებს, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad/26396
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!