მოგესალმებით შემთხვევათა მესამედში წელის ტკივილის მიზეზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებებია, რომლებსაც საერთო სახელწოდება – ოსტეოქონდროზი აერთიანებს.ოსტეოქონდროზი ხერხემლის მალებისა და იოგების პათოლოგიურ ცვლილებათა შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად მალათაშუა დისკების დეგენერაცია უდევს. გარდა ამისა, ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა ხერხემლის მალებზე ძვლოვანი წარმონაქმნები – ოსტეოფიტები გაჩნდეს (ხალხში მათ “მარილებს” ეძახიან). ოსტეოფიტები ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, რაც წელის მიდამოში ყრუ და დამწოლ ტკივილს იწვევს.წელის ოსტეოქონდროზის დროს ძლიერ ტკივილს მხოლოდ ნერვების მექანიკური გაღიზიანება კი არ იწვევს, არამედ დისკის დაზიანებისას გამოყოფილი ნივთიერებებიც, რომლებიც ტკივილის რეცეპტორებს აღიზიანებს.
ასიდან 90-95 შემთხვევაში არტერიულ ჰიპერტენზიას აშკარა მიზეზი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში მას პირველად ანუ ესენციურ ჰიპერტენზიას ვუწოდებთ. მას საფუძვლად უდევს არტერიული წნევის რეგულაციის დარღვევა, რაც უჯრედულ-მოლეკულურ და ნეიროჰუმორულ დონეზე ხორციელდება. ცნობილია ესენციური ჰიპერტენზიის განვითარების რისკფაქტორები. ესენია: გენეტიკური განწყობა, ჭარბი წონა, ასაკი, არასწორი კვება (მარილიანი და ცხიმიანი საკვების – დიდი, ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობით მოხმარება), ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სტრესი, მავნე ჩვევები – თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
იშვიათია მეორეული ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია, რომელიც სპეციფიკური მიზეზის შედეგად ვითარდება და უმეტესად თირკმლის, სისხლძარღვთა, ენდოკრინული დაავადებების ნიშანს წარმოადგენს. თქვენი არტერიული წნევის ცვალებადობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ოსტეოქონდროზით გამოწვეულ პრობლემებს ,თუმცა რასაკვირველია დაზუსტებით ამას ვერ გეტყვით .
უმჯობესია მიმართოთ ნეიროქირურგს და კარდიოლოგს .სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ,შეკრებს სრულ ანამნეზს ,რომლის შემდგომაც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას . ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია ,ყოველ პარასკევს . თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენს კლინიკაში არსებული წამყვანი ნეიროქირურგის აზრი , შეგიძლიათ მობრძანდეთ , თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები . ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. წელის არეში მაქვს ტკივილები და მაღა ლი არტერიული წნევა გაკეთებული მაქვს ყველანაირი კვლევა და ვარ ჯამთელი გავიკეთე დიოქსაფლექსი და ერთი თვის განმავლობაში წნევამაც და ტკივილები იკლო ვსვამ მარეგულირებელს ნოლიპრელ ბი ფორტეს ვატარებ 110.70 დილაობით 130.90 მაქვს. ერთითვის შემდეგ დამეწყო ისევ ტკივილები და ისევ წნევები მოყვა მარჯვე ნა ფეხის დაბუჟება და გულ მკერდის არეში ტკივილი მირჩიეთ ვის მივართო და როგორ გამოვიკვლიო იცის თუ არა ოსტეო ხონდროზმა მაგალი წნევა.
პასუხი: