სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგია

კითხვა: შესიებული მაქვს მცირედ ყურის ქვემოთ. ჭამის დროს ჯირკვალი დიდდება და მაგრდება.ჭამის შემდეგ იკლებს ზომაში და რბილდება. ტკივილი არ მაქვს. ქირურგის რჩევით მივიღე მედიკამეტები მოქსინი,დიკლობერნი 3 დღე.შესიებამ მოიკლო მაგრამ აღნიშნული სიმბტომები ისევ მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე სავარაუდოთ საქმე ეხება სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიას, კერძოდ სიალოადენიტს. ანთება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ჩირქოვანი და ვირუსული. თუ კენჭმა ნერწყვის გამომტანი სადინარი დაახშო, ნერწყვის გამოყოფის პროცესი დაირღვევა, ხოლო დარღვევა შესაძლოა მეორეული ინფექციით გართულდეს. სიალოადენიტის დროს პაციენტს, ჩვეულებრივ, აწუხებს ჯირკვლის საპროექციო არეში ქსოვილების შესივება და შეშუპება, თუმცა ნერწყვის გამოყოფის პროცესი დარღვეული არ არის. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სანერწყვე ჯირკვლებისა და სადინარების ექოსკოპიური გამოკვლევა. გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში, სპეციალისტთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი , წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა