ქიმიოთერაპია–თმის ცვენა

კითხვა: გამარჯობათ მაინტერესებს თავის ტვინის ამთვისებიანი სიმსივნეს მეტასტადები გადის.. და ქიმიოთერაპიის დროს თმები ცვივა პაციენტს ეს მაინტერესებს..
პასუხი:

მოგესალმებით! არსებობს თავის ტვინის სიმსივნის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფორმა. ამასთან, არსებობს თავის ტვინის სიმსივნის პირველადი და მეორეული მეტასტაზური ფორმები.

როდესაც სიმპტომებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი თუ სიმსივნე ტვინის რომელ ნაწილში გაჩნდა, სწორედ ამიტომ ნიშნებიც მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. ქიმიოთერაპია სიტყვასიტყვით ნიშნავს სპეციალური ,კიბოს საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას . მისი მიზანია გაანადგუროს სწრაფად მზარდი ავთვისებიანი უჯრედები. მკურნალობა ციტოსტატიკური აგენტებით რეკომენდირებულია:
ნეოადიუვანტურ რეჟიმში - სიმსივნის მოცულობის შესამცირებლად;
ადიუვანტურ რეჟიმში - ოპერაციის შემდგომ რათა თავიდან ავიცილოთ ადგილობრივი და შორეული მეტასტაზირება ;
მეტასტაზურ რეჟიმში - სიმსივნური პროცესის შესაჩერებლად ან სიმსივნით გამოწვეული სიმპტომების (მაგალითად, სიმსივნის ზეწოლით გამოწვეული ტკივილის, ინტოქსიკაციის და სხვა) შესამსუბუქებლად.

ქიმიოთერაპიის ოპტიმალური მეთოდი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
• კიბოს ტიპზე ;
• თავდაპირველი სიმსივნის ხასიათზე ;
• კიბოს კლასზე;
• სიმსივნის გავრცელების პროცესზე ;
• ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენაა. თმის ცვენა მარტივი მიზეზით აიხსნება: ქიმიოთერაპიის პროცესში ზიანდება თმის ფოლიკულები, რაც იწვევს მის გაცილებით სწრაფ ცვენას, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება, როცა ძველი ღერები ცვივა და იცვლება ახალამოსული თმით. განურჩევლად იმისა, რა სახის ქიმიოთერაპია უტარდება ავადმყოფს, თმის ცვენა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს 7-21 დღის განმავლობაში. თმის ცვენა შეინიშნება არა მარტო თავზე, არამედ სახეზე, იღლიის ფოსოში, ბოქვენზე, მკერდზე, ხელებზე, ფეხებზე, ამასთანავე, შესაძლოა ჰქონდეს ასიმეტრიული ხასიათი. თმის ამოსვლა იწყება მკურნალობის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ, ზოგჯერ - მკურნალობის პროცესშივე. თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოქირურგის უფასო კონსულტაციაზე სამშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა