ფიმოზი

კითხვა: გამარჯობა. ერთი პრობლემა მაქვს პენისზე კანი არ გადამდის და რისი ბრალია? რამე ოპერაცია ხოარარის საჭირო ან ვის მივაკითხო თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ.
პასუხი:

მოგესალმებით! ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. განარჩევენ ფიმოზის ოთხ სტადიას:

I სტადია – როდესაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა მხოლოდ არაერეგირებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი, ხოლო ერექციის დროს გაძნელებული და მტკივნეულია;
II სტადია – ასოს თავის გამოჩენა არაერეგირებულ მდგომარეობაშიც გაძნელებულია, ერექციის დროს კი ასოს თავის გამოჩენა საერთოდ არ ხერხდება;
III სტადია – ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა საერთოდ შეუძლებელია, ან არაერეგირებულ მდგომარეობაში მისი მხოლოდ ოდნავ გადაწევა ხერხდება;
IV სტადია – ასოს თავის გამოჩენა იმდენად შეუძლებელია, რომ ამის გამო შარდის გამოყოფაც კი ძნელდება (შარდი მხოლოდ წვეთწვეთად, გაჭირვებით ახერხებს გადმოდინებას).

ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:

● მასკლეროზებელმა ლიქენმა;
● ბალანოპოსტიტმა;
● ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
● ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ;
● შაქრიანმა დიაბეტმა (შარდში დიდი რაოდენობის გლუკოზის არსებობა, იწვევს ასოზე ბაქტერიული ფლორის გამრავლებას, რაც იწვევს ანთებას);
● ასოს ტრავმამ;
● ბავშვობაში ჩუჩის ძალადობრივმა გადაწევამ (თუ გადაწევის შედეგად მოხდა ლაგამის დაზიანება და განვითარდა ნაწიბურები) და ა.შ.
დაავადების განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური წინასწარგანწყობაც. რაც შეეხება ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის მოკვეთას ითვალისწინებს. განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რაც ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას გულისხმობს. რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ თქვენზე მორგებული კომპეტენტური პასუხი, უშუალო გამოკვლევების გარეშე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ხუთშაბათს უროლოგის უფასო კონსულტაცია, ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა