კარდიის უკმარისობა

კითხვა: გამარჯობათ.რა შეგიძლიათ მითხრათ კუჭის კარდიის უკმარისობაზე.ზაფხულზე ჩავიტარე გამოკვლავა დამიდგინეს კუჭის კარდიის უკმარისობა და ზედაპირული გასტრიტი.ყოველ დილით განსაკუთრებით მაქვს ლორწოვანი ნახველი გამოკლეული მაქვს ფილტვები სუფთა მაქვს .რა იწვევს ამ ლორწოვან ნახველს??
პასუხი:
მოგესალმებით,  საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს, რათა საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში არ გადავიდეს, ხოლო კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ  მოხვდეს. რეფლუქსეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
გასტრიტი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
გასტრიტის სახეობებია:
● ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება);
● ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);
● ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება);
●  ფლეგმონური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა). 
 დაავადება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების  და ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების  შედეგად.
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია: რაციონალური კვების დაცვა, მოწევასა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა, მუცლის ღრუს დაავადებების დროული გამოკვლევა.   სპეციალისტის აზრის მოსასმენად და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმარებისათვის.
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ გასტროენტეროლოგს.  გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა