კონსულტაცია ანგიოლოგთან და ნევროლოგთან

კითხვა: ღამით ვერ ვასვენებ ფეხებს, განსაკუთრებით მარცხენას, თითქოს გამომშრალი მაქვს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფეხის თითები გაყინული მაქვს, ციტრამონს ვსვავ და ხანდახან მშველის დაღამება მეზარება უკვე, მითხარით გთხოვთ რისი ბრალი იქნება ან რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით!  თქვენი  ამნამნეზიდან გამომდინარე სახეზეა სისხლძარღვოვანი ქსელის ცირკულაციის დარღვევა, სათანადო კვება არ მიეწოდება ქვემო კიდურებს და შესაბამისად ფეხის  თითებს . ასევე შესაძლოა იყოს ნერვული სისტემის  გარკვეული პათოლოგია . ასე დისტანციურად დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება. ჩვენი რჩევაა, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაციები ანგიოლოგთან და ნევროლოგთან.  თუ გაქვთ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა  , ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო კონსულტაციით ორივე სპეციალისტთან (ორშაბათი და პარასკევი) . დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით  577 119 119 ან  202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა