კითხვა: გამარჯობა, მინდა დერმატოლოგს მივმართო, კისრის არეში (სახეზეც ერთი ) გამიჩნდა აკნე, წითელი პატარა წერტილებივით, გამოსადენს არ გავს, ძაან მინდა დახმარება რადგან აზრზე არ ვარ რა ვუყო, თანდათან მეტი გმაომივიდა. ან მირჩიეთ რა წავისვა რომ გადამიაროს, 18 წლის ვარ. მადლობა წინასწარ .
პასუხი:

გამარჯობა! აკნე კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კანისა და თმის ცხიმიანობის მატება (სებორეა), შავი და თეთრი ფერიმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე), რომელიც უპირატესად სახეზე, გულმკერდზე, ბეჭებზე, მხრებზე ჩნდება. განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცით არის გამოწვეული. აღნიშნული დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს თვითმკურნალობა, რომლის შედეგად კანის საფარველის მეორეული ინფიცირება ღრმავდება. აქედან გამომდინარე , გირჩევთ მიმართოდ ექიმ–დერმატოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს . გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა