მოგესალმებით ! თქვენი წერილიდან და ჩივილებიდან გამომდინარე უპირველესად საჭიროა დადგინდეს მუცლის შებერილობის და ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს მუცლის ღრუს ნებისმიერ წერტილში და ნაწლავებში აირების გადაადგილების მიხედვით იცვალოს ადგილმდებარეობა. თუ ის დიდხანს და ინტენსიურად გაგრძელდა, ეს იმის სიგნალია, რომ არა მუცლის შებერილობით, არამედ რომელიმე სხვა დაავადებითაა გამოწვეული.თუ ამას თან ახლავს ღებინებაც,შესაძლოა
იყოს ნაღვლის ბუშტის დაზიანებაც.
აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს. ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: 1)ქრონიკული პანკრეატიტი 2)გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 3)ზოგჯერ - ფაღარათი ან ყაბზობა; 4)დისბაქტერიოზი 5)ლაქტოზის აუტანლობა 6) ნაწლავის გაუვალობა - აირების გამოყოფა შესაძლოა გაართულოს სიმსივნემ ან პოლიპმა, ეს კი მეტეორიზმს იწვევს.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს ჭარბი რაოდენობით გაზიანი სასმელების მიღება. ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში აირების წარმოქმნას იწვევს. მაგ: ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა
ჩვენი რჩევაა , რომ გაიაროთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან. ჩაიტაროთ გასტროსკოპია. რათა დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა . შეგიძლიათ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , გვაქვს ფასდაკლების აქცია ყოველ პარასკევს და შაბათს .
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მუცელი მებერება ხშირად და სიმძიმის შეგრძნება მაქვს მარჯვენა მხარეს წვის შეგრდძნება და ღებინება
პასუხი: