კითხვა: ორსულობის 34 კვირაზე აუგმენტინის მიღება შეიძლება? ექიმმა დამინიშნა მაგრამ ანიტაცია რო წავიკითხე ცოტა შევშინდი.
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, აღნიშნულ შეკითხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
მცირე ინფორმაცია არსებობს ორსულობის პერიოდში ქალებში აუგმენტინის გამოყენების შესახებ.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში პრეპარატი ექიმის დანიშნულია და ის გაითვალისწინებდა როგორც ჩვენებას, ისე უკუჩვენებას.
შესაბამისად, უმჯობესია, აუგმენტინის მიღების საჭიროების საკითხები დააზუსტოთ თქვენს ექიმთან, რადგან ეს მისი პრეროგატივაა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !