აუტოიმუნური თირეოიდიტი

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 26 წლის , მაქვს ფარისებრი ჯირკვალი დაპატარავებული ანტიტეპეო მომატებული, თუ არის შესაძლებელი ანტი სხეულების ნორმაში ჩადგომა. თუ მუდამ მთელი სიცოცხლის მანძილზე წამლის მიღება დამჭირდება?
პასუხი:

გამარჯობა ქალბატონო ნათია, თქვენ ალბათ აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოზით, დანიშნული გაქვთ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია.მედიკამენტის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ მკურნალობის პროცესში ჩატარებული საკონტროლო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. ეს დაავადება საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და ადექვატურ მკურნალობას,ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ორგანიზმში ისეთი იმუნოგლობულინები (ანტისხეულები) გამომუშავდება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ კომპონენტის წინააღმდეგ არიან მიმართულნი და მის დაზიანებას იწვევენ. მნიშვნელოვანია დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციით მიმდინარეობს თუ ჰიპერფუნქციით, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევით დგინდება. ჩანაცვლებითი თერაპიის ადექვატურ დოზაზეა დამოკიდებული ანტისხეულების რაოდენობაც.ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ ექიმი ენდოკრინოლოგის კვალიფიციური კონსულტაცია და საკონტროლო კვლევებიც მიმდინარე აქციის ფარგლებში ჩაიტაროთ.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად უნდა დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა