მოგესალმებით,
საშვილოსნოს ყელის ბიოფსიის ღირებულებაა 150 ლარი, ხოლო ჰისტომორფოლოგიის - 60 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
იმპლანტატის ამოღება - გინეკოლოგია
16 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა, მკლავში მაქვს იმპლანტი, მინდა ამოღება ბევრი უკუჩვენება მაქვს. ბათუმში სად შეიძლება ამოვიღო?
იხილეთ პასუხიბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ჰერპესი - გინეკოლოგია
09 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ სწორი რჩევა. პრობლემა შემდეგშია. დაახლოებით 10 თვის წინ შევქმენი ოჯახი, მალევე დამეწყო ჩივილები, კერძოდ: წვა შარდვის დროს, ქავილი, გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. გინეკოლოგთან ვიზიტისა და შესაბამისი გამოკვლევების შედეგად, დამიდგინდა ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, საშვილოსნოს ყელის ეროზია. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მეუღლემაც ჩაიტარა ჩემი დიაგნიზის შესატყვისი გამოკვლევები (მეუღლეს არ აღენიშნებოდა არანაირი სახის ჩივილები), რის შედეგადაც აღმოაჩნდა მხოლოდ სოკო. ვიმკურნალეთ ორივემ, თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მალევე განმეორდა იგივე სიმპტომები, გამოკვლევების შედეგად დამიდგინდა ისევ ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, ურეაპლაზმა, ჰერპესი. მეუღლემაც კვლავ ჩაიტარა გამოკვლევები, რომლის შედეგად არ დაუდგინდა არც ერთი აღნიშნული დაავადება (გარდა ჰერპსესისა, რომლის მატარებელიც არის უკვე რამდენიმე წელია. ასევე, მკურნალობის პერიოდში, ბუნებრივია გვქონდა მხოლოდ დაცული სქესობრივი კონტაქტი). შესაბამისად, ექიმს მისთვის მკურნალობა არ დაუნიშნავს. კვლავ ჩავიტარე მკურნალობა, თუმცა ამჟამად ისევ შემაწუხა იგივე სიმპტომებმა, ხოლო გამოკვლევების შედეგად კვლავ დადგინდა კანდიდოზი და ბაქტერიული ვაგინიტი. მეუღლე კონსულტაციისთვის ეწვია ამჯერად სხვა სპეციალისტს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ურეაპლაზმაზე, ჰერპესზე და სოკოზე, ისე, რომ არ ჩათვალა საჭიროდ გამოკვლევები. ექიმის გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ აზრს, რომ რადგან აღმომაჩნდა ზემოხსენებული დაავადებები, აუცილებელი იყო პარტნიორის მკურნალობაც იგივე დაავადებებზე. მისი განმარტებით, შესაძლბელი იყო, რომ მეუღლის გამოკვლევამ არ აჩვენა ურეაპლაზმა, თუმცა იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც და აუცილებელი იყო მკურნალობის ჩატარება. აღნიშნულმა ექიმმა, აუცილებლად ჩათვალა იგივე მკურნალობის ჩატარება ჩემთვისაც. ამჟამად, ვმკურნალობ გინეკოლოგის მიერ ბოლოს დანიშნული მედიკამენტებით. საჭიროა თუ არა ამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, გავაგრძელო მკურნალობა იმ დანიშნულებით, რაც მისცა მეუღლეს ვენეროლოგმა? ხომ არ იქნება სახიფათო ჯანმრთელობისთვის დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შესაბამისი მედიკამენტების მიღება? ასევე, მაინტერესებს, თუკი ბოლოს დანიშნული მკურნალობის დასრულების შემდეგ აღარ შემაწუხებს ზემოხსენებული ჩივილები, მაინც საჭირო იქნება თუ არა მეუღლეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება? რამდენადაც ვიცი, ჰერპესი არ იკურნება და რამდენად აქვს აზრი ჰერპესზე მკურნალობას? მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხივიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია
03 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა პაპ ტესტში ამოვიდა ასეთი პასუხი. ბრტყელი ეპითელიუმის რაოდენობა ჭარბი,ჯირკვლოვანი ეპითელოუმის რაოდენობა ზომიერი,ბრტყელი ეპითელიუმის ცვლილებები,ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი უჯრედების ცვლილებები ნორმა,ინფექციური აგენტები კანდიდა.ნეიტროფილური ლეიკოციტები ჭარბი.ლაქტობაცილები ზომიერი. დიაგნოზი ნილმ.რომ მითხრათ ზუსტად სანამ ექიმს ვაჩვენებ მადლობა.
იხილეთ პასუხი
