ბლეფაროსპაზმი - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობათ. ბლეფაროსპაზმის სამკურნალოდ ოფთალმოლოგს მივმართო თუ ნევროლოგს? მკურნალობის რა მეთოდს იყენებთ? მკურნალობთ თუ არა ბოტულინის ტოქსინით?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ბლეფაროსპზამი;
  • რა იწვევს ბლეფაროსპაზმს.

ბლეფაროსპაზმი ეს არის ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური კრუნჩხვებით გამოვლინება. კლონური სპაზმის დროს მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი.
ბლეფაროსპზამი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი პათოლოგიებით , როგორიცაა:

  • კონიუნქტივიტი;
  • ბლეფარიტი;
  • უვეიტი;
  • მეშვიდე ნერვის დისფუნქცია;
  • რეფრაქციის ანომალია;
  • ნევრასთენია.

მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
თუ თქვენი ჩივილი უკავშირდება მხოლოდ თვალის ხამხამს და მას თან არ დაერთვის სახის მიდამოს უნებლიე მოძრაობები, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკური პირველადი კვლევები, სპეციალისტი ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს, ფსკერს და გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავად. საჭიროების შემთხვევაში კი, დიაგნოსტირებაში ჩაერთვება ნევროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა