მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა განაპირობებს ბურთის შეგრძნებას ყელში;
- რა არის რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- გასტროენტეროლოგიური აქცია.
ბურთის შეგრძნება ყელში შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გასტროეზოგაფურმა რეფლუქსმა, ისე სხვა პათოლოგიურმა მდგომარეობებმა, როგორიცაა:
- დისფაგია;
- საყლაპავის პათოლოგიები;
- ტონზილიტი;
- საყლაპავის სტრიქტურა (შევიწროება);
- ხახის დივერტიკული;
- სანაღვლე გზების დისკინეზია.
არ არის გამორიცხული ჩივილების ნევროგენული მიზეზიც.
თუმცა, როგორც მოგვითხრობთ, „გრძნობთ თითქოს კუჭიდან ამოდის საკვები“, შესაბამისად, ვფიქრობთ, ჩივილის მიზეზი რეფლუქს-ეზოფაგიტია, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში რომ არ გადავიდეს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ მოხვდეს, საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს.
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ვითარდება კარდიის სარქველის უკმარისობა, ამ დროს კი, კარდიული სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რომელიც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
თუმცა, დასაზუსტებელია, მიზეზი სფინქტერის პათოლოგიაა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი თუ საყლაპავის თიაქარი.
შესაბამისად, მკურნალობის მეთოდიც განსხვავებულია.
ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, გირჩევთ გამოიყენოთ გასტროენტეროლოგის რჩევები, რომელსაც მიიღებთ ჩვენს კლინიკაში, ექიმ ეკა ზალიკიანთან კონსულტაციის შემთხვევაში, აქციის ფარგლებში, რა დროსაც ასევე ჩაგიტარდებათ მუცლის ღრუს ექოსკოპია, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gastroenterologis-konsultacia-da-muclis-ghrus-eqoskopia-40-larad/31491
კვლევის ჩატარების შემდეგ, დაგენიშნებათ მკურნალობის სათანადო კურსი.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!