კითხვა: გამარჯობა 12წლის შვილი მყავს საღამოს და გამთენიისას უფრო ხშირად გადის შარდზე თან ცოტა იჭინთება ანალიზში არაფერი აქვს ცვლილებები თქვენ რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მცირე ასაკის ბავშვებისთვის ხშირი შარდვა დამახასიათებელია საშარდე სისტემის მორფოლოგიური უმწიფრობით, მითუმეტეს თუ მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ ეს გამოწვეულია პრეპარატის გვერდითი ეფექტით, სანერვიულო არაფერია თუ შარდვისას ბავშვს არ აწუხებს:

  • ტკივილი ;
  • წვა ;
  • ქავილი.

მკურნალობას ნიშნავს ექიმი–უროლოგი, ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შედეგების საფუძველზე. ამიტომ, გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა