მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია. თუმცა, როდესაც ცისტიტზე ვსაუბრობთ, შარდის გამომყოფი გზების ანატომიური წყობიდან გამომდინარე, შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება.
ცისტიტი შეიძლება, იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის მიზეზი კი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.
ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომით ინიშნება. სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, პარარელურად აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს:
- მარილიანი;
- შებოლილი საკვები;
- ცხარე საკვები;
- ალკოჰოლი;
- სოდიანი სასმელები;
- შოკოლადი;
- ყავა;
- რძე;
- პომიდორი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგის კონსულტაცია + ექოსკოპიურ კვლევას, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sazafkhulo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გევნდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!