ცისტიტი

კითხვა: გამარჯობა. ზამთეის სეზონს თანა ზდევს ცისტიტი უსიამოვნო სუნით,რამაც დამღალა ძალიან.ვიმკურნალებ,გავცივდები და იგივე მემართება.ამდენი ანტიბიოტიკის მიღებაც აღარ მინდა და არც არის სასურველი.იქნებ მირჩიოთ რამე?
პასუხი:

გამარჯობა! ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.ცისტიტი უმთავრესად ქალებს ემართებათ, რაც მათი სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან არის დაკავშირებული.დაავადების გამოვლენისთანავე მნიშნელოვანია დაიწყოთ სერიოზულიდა მართებული  მკურნალობა, სხვაგვარად მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ, რაც უსიამოვნოდ აისახება თქვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. უწინარეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალება, ჩაი იქნება ეს თუ ბალახების ნაყენი, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებითი და არა ძირითადი. ისინი აღადგენს შარდის მჟავიანობას და მექანიკურად გამორეცხავს შარდის ბუშტს, მაგრამ ანთების გამომწვევ ბაქტერიებს ვერ სპობს. დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება.სამწუხაროდ, არ არის საკმარისი  მხოლოდ ანტიბიოტიკებით  მკურნალობა.პარარელურად  აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). დაბოლოს, შეგახსენებთ: ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას.გმადლობთ, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა