მოგესალმებით,
თქვენი მომნათხრობიდან ვვარაუდობთ ,რომ საქმე ეხება ცისტიტს, თუმცა მისი გამომწვევ მიზეზზე ,დისტანციურად ,ვერაფერს მოგახსენებთ .
შესაძლოა მიზეზი იყოს ნეფროლითიაზი ,ანუ კენჭები საშარდე სისტემაში ,ან ამის გარეშე არსებული ინფექციურ–ანთებითი პროცესები .
შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.
დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება. სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, პარარელურად აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები.
ჩვენი აზრით უმჯობესია გასინჯვა დაიწყოთ გინეკოლოგთან ,ხოლო მის მიერ ექოსკოპიური კვლევის დანიშვნის შემთხვევაში მობრძანდეთ ცარიელი შარდის ბუშტით და მოცდის პერიოდში,კაბინეტში შესვლამდე,ექიმთან შეთანხმებით მიიღოთ სათანადო რაოდენობით სითხე .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში , ექიმი თავად გადაგამისამართებთ შესაბამის ( ნეფროლოგი,უროლოგი ) სპეციალისტთან.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.კარგა ხანია მაწუხებს ხშირი შარდვა,ოდნავი წვა,წელის ტკივილი.ღამე ერთი ჭიქა წყალი რომ დავლიო შეიძლება რამდენიმეჯერ ავდგე.ეს ბოლო დროა თირკმელებთან მტკივა სავარაუდოდ.შარდიც არის მღვრიე.ვის უნდა მივმართო? მინდოდა ექოსკოპიის გადაღება მაგრამ როგორც კი სურვილი გამიჩნდება მოშარდვის ეგრევე უნდა გავიქცე საპირფარეშოში ამის გამო ვერ ვიკეთებ ეხოსკოპიას.რამე საშუალება არის რომ ინტერვალი გაიზარდოს და არ მომდის მალე ის დღე მაინც როცა გადავწყვეტ ეხოზე წასვლას? როგორც ვიცი ამ დროს შარდის ბუშტი სავსე უნდა იყოს.ნეფროლოგთან უნდა მივიდე თუ უროლოგთან? მადლობა.ისე მინდა მოსვლა რო პასუხიც მივუტანო.ამაზე იქნებ რამე მირჩიოთ ან სხვა ხერხით როგორ გავიგო ცისტიტია თუ კენჭი.მადლობა
პასუხი: