ციტომეგალოვირუსი და ორსულობა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, აღმომაჩნდა სისხლში ციტომეგალოვირუსის მ 0,6 ფორმა, ნაცხის ანალიზში კი, ურიაპლაზმა, კანდიდოზი, სტაფილოკოკი რაზეც ვმკურნალობ, თუ შეგიძლიათ მომწერეთ მკურნალობის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება დაორსულება და კვლავ ხომ არ არსებობს ამ ვირუსისა და ინფექციების გამწვავების საშიშროება, ნაყოფზე რომ არ მოახდინოს გავლენა? წინასწარ გმადლობთ!
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც ჩანს, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ციტომეგალოვირუსთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თქვენს ანამნეზს, საჭიროა იმყოფებოდეთ მუდმივი კონტროლის ქვეშ. რეციდივის თავიდან ასაცილებლად, თქვენმა გინეკოლოგმა უნდა მართოს პროცესები. დაგინიშნოთ შესაბამისი კვლევები და ჩაიტაროთ რეგულარული მკურნალობის კურსი, რის შემდეგაც თქვენთან ერთად დაგეგმავს ორსულობას, რაც ინდივიდუალურია და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის გარდა, კიდევ ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული, რასაც მიმოწერის რეჟიმში ვერ გადავწყვეტთ.
ზოგადად კი, ციტომეგალოვირუსი იწვევს სმენის და მხედველობის პათოლოგიებს ახალშობილებში.
მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, გაგიწევთ სათანადო მომსახურებას, ასევე დაგეხმარებიან ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

სხვა დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა