ციტომეგალოვირუსი

კითხვა: გამარჯობა ციტომეგალო ვირუსის M ფორმა მაქ მაღალი ანუ ნორმა 85ია და მე მაქ 93 და მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს? G ნორმალულია
პასუხი:

მოგესალმებით ! მოგახსენებთ , რომ ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ჯგუფის ინფექციური დაავადებაა. ამ ინფექციის დროს ჩვეულებრივი უჯრედი დაზიანებისას გიგანტურ, ფუნქციადაკარგულ უჯრედად გადაიქცევა. აქედანაა მისი სახელწოდებაც: ციტო-უჯრედს და მეგალოს-გიგანტურს ნიშნავს. დაავადება ამ ვირუსით ხდება როგორც მუცლად ყოფნის დროს, ასევე არსებობს გადაცემის სხვა გზებიც (სქესობრივი, ალიმენტარული, ჰაერ-წვეთოვანი).ის დაავადებული ადამიანის ორგანიზმს არასოდეს ტოვებს.
არის მთელი რიგი ანტივირუსული პრეპარატებისა, რომლებსაც ციტომეგალოვირუსის სამკურნალოდ იყენებენ. სამწუხაროდ კონკრეტულად ციტომეგალოვირუსული ინფექციის ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს.
ეს ვირუსი ყველაზე მეტად საშიშია ორსულებისთვის , რადგან ხშირად მუცლის ნაადრევ მოშლას იწვევს .ხოლო ბავშვის დაბადების შემთხვევაში, ახალშობილის განვითარების შეფერხებას იწვევს.
ზოგჯერ ციტომეგალოვირუსული ინფექცია მიმდინარეობს არა დამახასიათებელი სიმპტომებით: ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ციებ–ცხელება, ლიმფური კვანძების დაზიანება, ენასა და ღრძილებზე მოთეთრო საფარი. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვირუსი განაპირობებს : პნევმონიას, ჰეპატიტს, მიოკარდიტს, პერიკარდიტს, მენინგიტს, ენცეფალიტს და სხვა. უნდა იმყოფებოდეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა