მოგესალმებით,
ცხვირიდან სისხლდენას სამედიცინო ენაზე ეპისტაქსისი ჰქვია. თავადაც აღნიშნავთ, რომ ზეწოლის შედეგად იწყება სისხლდენა, შესაბამისად საშიში არაფერია და შესაძლოა, მიზეზი სუსტი კაპილარები გახლდეთ.
ზოგადად კი, ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისი ( ცხვირიდან სისხლდენა ) შეიძლება გამოიწვიოს:
- ტრავმამ;
- ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
- ზოგიერთმა მედიკამენტმა;
- სისხლის პათოლოგიებმა;
- ემოციურმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ;
- ჰაერის დაბალმა ან ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ.
თუმცა სისხლდენას შესაძლოა პროვოცირებას უწევდეს:
- მოუწესრიგებელი არტერიული წნევა;
- ცხვირის ღრუს ანთება;
- ჰემოფილია;
- გულის დაავადებები;
- ჰორმონული დისბალანსი და ა.შ.
საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.
ხშირ სისხლდენას უჩივიან ალერგიული ადამიანები და ისინი, ვისაც ცხვირის ტრავმა ან ოპერაცია აქვს გადატანილი.
პრევენციის მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან ვიზიტზე, რომელიც უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა და გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !