კითხვა: გამარჯობათ, მაქვს შეკითხვა და ველოდები პასუხს. რა არის ფსორიოზი? როგორი დაავადება,იკურნება თუ არა და როგორ უნდა ვიმკურნალოთ. შეგიძლიაათ დაგვაკვალიანოთ. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით! ფსორიაზი-ქრონიკული , ანთებითი ხასიათის დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება კანი, ფრჩხილი, სახსარი. ეტიოლოგია -უცნობია ., თუმცა დიდ როლს თამაშობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები ( ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა, სხვადასხვა ინფექციები,მედიკამენტები, სისტემური დაავადებები) ფსორიაზი არ არის გადამდები. მკურნალობის შედეგად მიიღწევა ხანგრძლივი რემისია . თქვენ უნდა მიმართოთ ექიმ -დერმატოლოგს. ჩვენ,ამ ეტაპზე,სამწუხაროდ,ამ მიმართულებით დახმარებას ვერ გაგიწევთ. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთლობას !