დაგუბება და შუილი ყურებში - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 31 წლის ბიჭი,მაწუხებს ერთი ყურის დაგუბება და შუილი,სმენაც დაქვეითებული მაქვს ყურში,გაციებული არ ვარ,საჭმლის ჭამის დროს დამიგუბდებოდა და გამეხსნებოდა,ბოლოს დამიგუბდა და აგარ გამხსნია მესამე დღეა,ანტიბიოტიკი დავლიე ერთხელ,უსაფრთხოებისთვის და პერეკისი ჩავიშვი,ადრე ესე გამიარა მაგრამ ეხლა შედეგი არ აქვს,რისი ბრალია ან რაიმე წამალი რომ მირჩიოთ,თითქოს გაბუჟებული მაქ ყური
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა იწვევს ყურის დაგუბებას;
  • რა შეიძლება გამოიწვიოს ყურის დაგუბებამ;
  • ყურებში შუილის მიზეზი.

მიმოწერის რეჟიმში, დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა, ყურის დაგუბებას შუა ყურის სტრუქტურებზე (დაფის აპკი) წნევითი ზეწოლა იწვევს, როდესაც წნევა შუა ყურში და ყურის გარეთ, გარემოში ბალანსირებული არ არის.
წნევის რეგულაცია, ვიწრო მილის, ევსტაქის ლულის საშუალებით ხორციელდება.
თუმცა, ყურების დაგუბება ხშირია ვირუსული და რესპირატორული დაავადებების ფონზე.
შესაძლებელია, აღნიშნულ ჩივილს იწვევდეს გოგირდის საცობის არსებობაც, სწორედ ამიტომ ჰქონდა შედეგი წინა შემთხვევებში წყალბადის ზეჟანგს.
ყურის დაგუბება დროთა განმავლობაში იწვევს ყურის პათოლოგიებს. არ არის გამორიცხული შუა ყურში ანთებითი სითხე დაგროვდეს და შემდეგ, ამ სითხემ გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, ამიტომ, ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია!
რაც შეეხება თქვენს მოერ აღწერილ მოვლენას, ყურში შუილის შეგრძნებას, ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც წარმოადგენს ხმაურის სუბექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, შუილის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.

dagubeba_da_xmauri_yurebshi


ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს შემდეგმა ფაქტორებმა როგორიცაა:

  • მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება;
  • ყურის ინფექციები;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
  • მენიერის დაავადება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ჰორმონულმა ცვლილებები ქალებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.

ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
სასურველია, პრევენციის მიზნით მობრძანდეთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც გამოიკვლევს სასმენ არხს ინსტრუმენტულად და გამორიცხავს ან დაადასტურებს მისი სპეციალობის პათოლოგიას. უშუალო ვიზიტის დროს დახმარებას გაგიწევთ, ქალბატონი რუსუდან კონცელიძე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირიდთ, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა