ლიმფური კვანძები - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ხშირად მაქვს ყურის ძირებთან გადიდებული ჯირკვლები. ცუდად არ ვარ. არც სისუსტე მაქვს არც სიცხე. მაგრამ დისკომფორტს განვიცდი და ნერვები მეშლება. როგორ მოვიქცე? ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფური კვანძები (არა ჯირკვალი, რადგან ეს თავისებური სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე სრულიად განსხვავებული ორგანოა) ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს. მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს.
თქვენს შემთხვევაშიც ,ვფიქრობთ, დასახელებული ლოკალიზებიდან გამომდინარე, უმჯობესია მიმართოთ ყელ-ყურის სპეციალისტს, რომელიც დაადგენს ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზს და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს სასმენ არხს ინსტრუმენტულად, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ, დაადგენს ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა