(uvula) ნაქის შეშუპება - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხე, ყელში წაქი რომ ქვია შუაში წვრილ რაღაცას, გაიზარდა სიგრძეში გვერდულად, ჩამდის ყელში და ხან მაქვს შეგრძნება რომ ვიხრჩობი, გაიზარდა საგრძნობლად და სტრუქტურა იმის რაც გაიზარდა განსხვავებულია არ პრიალებს როგორც ზედა ჩვეულებრივი ნაწილი, ვარ მწეველი, ძალიან გთხოვთ მი პასუხე რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა, შეიძლება თუარა ეს იყოს სიმსივნე ან სხვა რაიმე საშიში, იმედია კარგად ავუხსენი, ძალიან ვნერვიულობ, სანამ. მივალ ექიმთან იქნებ მითხრათ რას ნიშნავს ან რა ვქნა, ასევე ენის ბოლოში 3 თვის უკან გამიჩნდა მრგვალი არაწყლულოვანი ენისტრუქტურის შესაბამისი გამონაყარი, არ მტკივა სადღაც 8 ცალია და ზემოთ არის ამოწეული კნოპკებს გავს თითქოს, არის თუმცა ჩვეულებრივი ეს, იქნებ მანამდე არ ვიყავი დაკვირვებული და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ნაქის შეშუპების მიზეზები;
  • თანმდევი სიმპტომები;
  • ნაქის შეშუპების ალერგიული ფონი.

დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა და დიაგნოსტირება გაგვიჭირდება. ზოგადად, ნაქის შეშუპება, შესაძლოა გამომდინარეობდეს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციიდან, მათ შორისაა:

  • გრიპი;
  • მონონუკლეოზი;
  • კრუპი;
  • უბრალო გაციება.

ინფექციის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება ასევე გქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ხველა;
  • დაღლილობა;
  • ცხელება;
  • ლიმფური კვანძების შეშუპება.

ნაქის შეშუპების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია, განვიხილოთ ალერგია, მისი განვითარების მიზეზი კი, შეიძლება იყოს მტვერი ან შინაური ცხოველის ბეწვი, ასევე სიგარეტში შემავალი ტოქსიკური ნივითიერებები.
ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულმა საკვებმა პროდუქტებმაც, როგორიცაა: მიწის თხილი, კაკალი, კვერცხი და ა.შ.

naqis_sheshupeba


მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს ინსტრუმენტულად, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება ალერგოლოგი.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა