ჰელმინთოზი, სუბფებრილური ტემპერატურა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ათ დღეზე მეტია მაქვს ტემპერატურა 37.4 მხოლოდ საღამოს 5-6 საათისთვის, დილით და მოგვიანებით ტემპერატურა იკლებს, მქონდა ენდოკრინული პრობლემა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ტსჰ არის 4.86. ფილტვები კი სუფთაა, სისხლის ანალიზში არის ცვლილება (როე 20) , ამასთანავე ვარ გაცივებული უკვე მეორე თვეა , მაქვს მხოლოდ თეთრი გამონადენი ცხვირიდან არ მაქვს ხველა,მაწუხებს მარჯვენა ყურისა და თავის მარჯვენა ნაწილის მცირე ტკივილი, მკერდის ძვლის ტკივილი არა გამუდმებით, უენერგიობა, ასევე მყავს ასკარიდა, თუმცა ვიმკურნალე. რასთან შეიძლება იყოს ეს ტემპერატურა კავშირში და რა გამოკვლევებს მირჩევთ.დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ასკარიდოზის გამომწვევია – მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოჰყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში, კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება.
ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია, რადგან ზოგიერთმა პარაზიტმა შესაძლოა, გამოიწვიოს:

  • ანემია;
  • ბრონქოპნევმონია და აშ.

დაავადებები, რა თქმა უნდა, სათანადო მკურნალობას მოითხოვს.
ასკარიდოზის პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს ჰიგიენური წესების დაცვას.
რაც შეეხება ტემპერატურას, მსგავსი ტემპარატურა, რომელსაც სამედიცინო ენაზე სუბფებრილური ტემპერატურა ეწოდება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან.
პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:

  • ინფექციური პათოლოგიები;
  • არაინფექციური პათოლოგიები.
  • მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ისეთი ქრონიკული კერები როგორებიცაა:
  • კბილის გრანულომა;
  • წიაღების ანთება;
  • ნუშურა ჯირკვლების ანთება.

ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმი. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები:

  • ემოციური და ფიზიკური დატვირთვა;
  • საკვების მიღება;
  • ცხელ შენობაში ყოფნა.
  • უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების პათოლოგია:
  • თირკმელები;
  • ყელი;
  • კუჭ-ნაწლავების ტრაქტი.

ხოლო, თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა, მაშინ შეიძლება, სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
სპეციალისტების ჩამონათვალი ვისთანაც შესაძლოა, მოგიწიოთ კონსულტირება, საკმაოდ ვრცელია და ესენია:

  • სტომატოლოგი;
  • ოტო–რინო–ლარინგოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • თერაპევტი;
  • პულმონოლოგი;
  • ფთიზიატრი;
  • ინფექციონისტი.

გირჩევთ, დაიწყოთ პირველი სამი სპეციალისტიდან, მითითებული რიგითობის მიხედვით. აქედან ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე.
საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება. ამიტომ თუ გადაწყვეტთ ვიზიტს – გთხოვთ, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა