ხმაური ყურებში - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ყურებში მესმის ხმაური განსაკუთრებით ღამით თავბრუ მეხვევა და მგზავრობისას გულისრევის შეგრძნება მაქვს. ნევროპათოლოგმა მითხრა არაფერი გიჭირსო.სტრესის და გადაღლის ბრალიაო. რა გავაკეთო. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ ( ყურებში ხმაური ხშირად მოპულსირე ხასიათისაა. უმეტესად მას თან ახლავს თავის ტკივილი), ათეროსკლეროზმა, გულის უკმარისობამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ოსტეოქონდროზმა, სტრესმა და ნევროზმაც კი.
მკურნალობა გამომწვევ ფაქტორზეა დაფუძნებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად შეუძლებელია.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებოდით ნევროლოგთან და ნევროლოგიური პრობლემები გამოირიცხა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაათვალიერებს ინსტრუმენტულად სასმენ მილს და დაადგენს ხმაურის გამომწვევ მიზეზს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა