ცხვირის პოლიპი, ძგიდის გამრუდება - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: შვილს აწუხებს ცხვირის პოლიპები და ხრტილის გამრუდება.ასაკი-20 წლის. გთხოვთ მიპასუხოთ ორივე ერთად არის თუარა შესაძლებეი და რაარის ოპერაციის ღირებულება?არის თუარა ღამე შაღავათი დევნილებზე?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ცხვირის პოლიპი არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება.
ცხვირის პოლიპის სიმპტომებია:

  • ცხვირით სუნთქვის დარღვევა;
  • გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება (რაც პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული);
  • ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;
  • ქავილი;
  • წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
  • თავის ტკივილი;
  • სხვა სახის დისკომფორტი.

არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი ვითარდება პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა.
ცხვირის პოლიპისა და ძგიდის გასწორების ქირურგიული მკურნალობა, ერთდროულად შესაძლებელია.
ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში აღნიშნული ოპერაცია არ ტარდება და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა