შუილი ყურებში, კოხლეალური ნევრიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.მადლობა,რომ მომეცა საშუალება მოგწეროთ.ვარ 42 წლის.ზუსტად 4 წელია ვიტანჯები თავში რაღაც ხმებით.აი სუულ.განუწყვეტლად.ზოგჯეე რამდენიმე ხმა ერთდროულად მესმის,განსაკუთრებით ღამით.სისინი,შიშინი,თითქოს ყურთან კოღო დაფრინავს,ან თითქოს შორიდან ქარის ხმა იამის.მითხრეს ძლიერი სტრესის გამო შუ აყურის ნერვი დაზიანდა და არაფერი ეშველება....უმდა მიეჩვიო როგორმეო.სამწუხაროდ ვერ ვეჩვევი.ზოგჯერ ძალიან ძლიერია ეს ხმები,თავის ტკივილიც ხშირად მაქვს.გაფანტულობაც.ანუ ისეთი რამეები მავიწყდება ,რაც წესით უნდა მახსოვდეს. მესმის ,რომ ნევროლოგიური პრობლემაა.მაგრამ იმედია სიმსივნის ნიშანი არაა.მადლობა, რომ წაიკითხეთ ჩემი წერილი. იქნებ მირჩიოთ ,როგორ მოვიქცე.მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის ❤
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ხმაურის გამომწვევი პათოლოგიები;
  • რა არის კოხლეალური ნევრიტი;
  • კოხლეალური ნევრიტის მკურნალობა.

თქვენს მიერ აღწერილი მოვლენა, ყურში შუილის შეგრძნება, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც წარმოადგენს ხმაურის სუბექტურ შეგრძნებას, რომელიც არ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტურ ხმებს.
ვინაიდან სმენითი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, შუილის მიზეზთა ნუსხა მრავალფეროვანია. ის მოიცავს სხვადასხვა სირთულის პრობლემათა მთელ სპექტრს, გოგირდის საცობითა თუ შუა ყურის რომელიმე პათოლოგიით დაწყებული, აკუსტიკური სიმსივნითა თუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით დამთავრებული.
ხმაურის გამოწვევა შეიძლება განაპირობოს ისეთმა ფაქტორებმა , როგორიცაა:
მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითება;

  • ყურის ინფექციები;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებები;
  • მენიერის დაავადება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ჰორმონული ცვლილებები ქალებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.

ამიტომ შუილის მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია და არაერთი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.
თუ თქვენს შემთხვევაში, ნამდვილად დადგინდა სმენის ნერვის ნევრიტი, იგივე კოხლეალური ნევრიტი, მას ყველაზე ხშირად იწვევს ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექციები ან ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები.

koxlearuli_nevriti


ზოგადად კოხლეალური ნევრიტი განკურნებადი არაა, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და ნერვული ქსოვილის აღმდგენი საშუალებების დახმარებით, შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება.
შესაბამისად, რაც უფრო ადრე დაიწყებთ სმენის ნერვის ნევრიტის მკურნალობას, მით უფრო მეტია უკეთესი შედეგის მიღწევის შანსი, ვიდრე ნერვის ქსოვილის დაზიანება ჯერ კიდევ შექცევადია.
სავარაუდოდ, ბრძანდებით ემიგრანტი, ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ ქვეყნის ოტო-რინო-ლარინგოლოგსა და ნევროლოგს, სადაც ამჟამად იმყოფებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა