მოგესალმებით,
კიბოსთან ამ მოვლენის დაკავშირება ძალიან ნაჩქარები იდეაა, თუმცა ცხადია საჭიროა მდგომარეობის გამომწვევის დადგენა.
ამაში, ყველა შემთხვევაში უნდა მონაწილეობდეს გამოცდილი კლინიცისტი ექიმი ,მიმოწერის და დისტანციურად აზრთა გაცვლა–გამოცვლის რეჟიმი ,ამ შემთხვევაში, არაფერს მოგვიტანს .
რაც შეეხება სპეციალისტის არჩევას – აქ ზუსტ მისამართს ვერ მოგცემთ ,თუმცა მიგვაჩნია ,რომ თქვენთან თავდაპირველად უნდა მუშაობდეს თერაპევტი ( შინაგან სნეულებებში სერთიფიცირებული ექიმი ) ,რომელმაც უნდა დაიწყოს ანამნეზის შეგროვებით ,გასინჯვით ,ჩატარებული კვლევების განხილვით და გადაწყვიტოს – გესაჭიროებათ თუ არა რაიმე დამატებითი გამოკვლევა დიაგნოზის დასმის მიზნით .
თუ გაქვთ სურვილი ,შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტებთან კონსულტირება.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი.
მათ შორის წინა შეტყობინებებში უკვე შემოთავაზებული ოტო–რინო–ლარინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი, ნევროლოგი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ თერაპევტთან კონსულტაციაზე, ხოლო თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. ანალიზი თუ ძალიან კარგია. ზედმეტად კარგიც კი. ყველაფერი წესრიგშია. სიცხეები უკვე 9 თვეა მაქვს. ყველაფრის ეხო მაქვს გადაღებული. არსად არაფერი არაა და ანალიზიც კაია და შესაძლოა ვივარაუდოთ რო კიბოს შანსი არის?? ისიც აღარ ვიცი ვის მივმართო უკვე. თუ გინდათ ანალიზის პასუხებსაც გამოგიგზავნით
პასუხი: